Ancestry-ის განახლებისა და გაუქმების პირობები

თქვენ მიერ სერვისების გამოწერა (როგორც ეს განსაზღვრულია Ancestry-ის წესებსა და პირობებში) და AncestryDNA®-ის შეძენა ექვემდებარება ამ განახლებისა და გაუქმების პირობებს. წინამდებარე განახლებისა და გაუქმების პირობების ტერმინთა განმარტებები, თუ აქ არ არის განსაზღვრული ამ დოკუმენტში, განსაზღვრული იქნება წესებსა და პირობებში.

გამოწერები

სერვისების გამოყენებისთვის ხელმისაწვდომია გადახდისა და გამოწერის სხვადასხვა ვარიანტი. აღნიშნული ვარიანტები შეგიძლიათ იხილოთ ცალკეულ სერვისებში და შეიძლება დროდადრო შეიცვალონ. როგორც კი დარეგისტრირდებით უფასო საცდელ ვერსიაზე ან თქვენი საწყისი გადახდა დამუშავდება, თქვენი გამოწერა დაიწყება და დაუყოვნებლივ მოგეცემათ შესაბამის სერვისზე წვდომა.

1. გამოწერების ავტომატური განახლება. თუ სხვა რამ არ არის მითითებული თქვენი შეთავაზების პირობებში, გამოწერები ავტომატურად განახლდება, გარდა საჩუქრისა და პროგრამის ერთჯერადად განხილვის გამოწერისთვის. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი დარეგისტრირდებით უფასო საცდელ ვერსიაზე ან გახდებით გამომწერი წევრი, თქვენი გამოწერა ავტომატურად განახლდება თქვენ მიერ არჩეული სააბონენტო პროგრამის ფარგლებში (მაგ., ნახევარწლიურად, ყოველთვიურად და ა.შ.). თუ სხვაგვარად არ მოხდა თქვენი ინფორმირება, თქვენ ჩამოგეჭრებათ შეძენის დროს მითითებული ტარიფი (პლუს მოქმედი გადასახადები, როგორიცაა დამატებითი ღირებულების გადასახადი, როდესაც მითითებული ტარიფი არ შეიცავს დღგ-ს) თქვენი გამოწერის ყოველი გადახდის ვადის დასაწყისში იმ გადახდის მეთოდის საშუალებით, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი გადახდის ინფორმაცია სწორია, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი გამოწერის შეფერხება.

გამოწერის ფასები და პირობები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს. საწყისი შესყიდვისას ან გამოწერის ბოლოს განახლების დროს მოქმედი ფასი და პირობები ძალაში დარჩება ამ გამოწერის პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ახალი ფასები და პირობები შეიძლება გავრცელდეს განახლებებზე ან ახალ გამოწერაზე. Ancestry გამოგიგზავნით გონივრულ შეტყობინებას ფასის ან პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ ძალაში შესვლამდე. თუ არ გსურთ ხელმოწერის განახლება წინამდებარე ახალი ფასებით ან პირობებით, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.

2. გამოწერის გაუქმება და თანხის დაბრუნება. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ Ancestry-ის გამოწერა, ამისთვის უნდა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშის პარამეტრების გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ ჩვენ. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გააუქმოთ თქვენი Ancestry-ის გამოწერა აქ. თუ თქვენ წვდომა გაქვთ Fold3®, Newspapers.com, ან Forces War Records-ზე Ancestry All Access-ის გამოწერის მეშვეობით, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა, ამისთვის უნდა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშის პარამეტრების გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ. თუ გამოიწერთ Ancestry Pro Tools-ს, Fold3®-ს, Forces War Records-ს ან Newspapers.com-ს ცალკე, მათ შორის, Newspapers.com Publisher Extra®-ს დამატებას, იხილეთ ქვემოთ გაუქმების შესახებ დეტალები. ყველა უკან დაბრუნებული თანხის დარიცხვა მოხდება თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ბილინგის მეთოდით. ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა გააუქმოთ Ancestry-ის აპლიკაციის მეშვეობით შეძენილი გამოწერა, გადადით აქ.

თუ სერვისებს ევროკავშირში ან გაერთიანებულ სამეფოში იყენებთ, თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ Ancestry-ს გამოწერა გააუქმოთ ამ საკონტაქტო ფორმის შევსებით ან  Newspapers.com-ს გამოწერა გააუქმოთ ამ საკონტაქტო ფორმის შევსებით ან Forces War Records-ს გამოწერა გააუქმოთ ამ საკონტაქტო ფორმის შევსებით.

შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი Fold3®-ის გამოწერა Fold3.com-ზე თქვენს ანგარიშის დეტალების გვერდზე შესვლით ან დაგვიკავშირდით აქ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ Newspapers.com გამოწერა თქვენი ანგარიშის დეტალების გვერდზე შესვლით Newspapers.com-ზე ან დაგვიკავშირდით აქ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი Archives®-ის გამოწერა Archives.com-ზე თქვენი ანგარიშის პროფილის გვერდზე შესვლით ან დაგვიკავშირდით აქ. შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი Forces War Records-ის გამოწერა Forces War Records.com-ზე თქვენს ანგარიშის დეტალების გვერდზე შესვლით ან დაგვიკავშირდით აქ.

თუ სხვა რამ არ არის მითითებული თქვენი გამოწერის პირობებში, მაშინ შემდეგი პირობები მოქმედებენ:

უფასო საცდელი ვერსიები: ზოგიერთი სერვისი გაძლევთ საშუალებას დარეგისტრირდეთ უფასო საცდელ ვერსიებზე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ სცადოთ სერვისების გამოყენება ფასიანი გამოწერის დაწყებამდე. თუ დარეგისტრირდებით უფასო საცდელ ვერსიაზე, შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმიერ დროს უფასო საცდელი პერიოდის დასრულებამდე ორი დღით ადრე და არ დაგეკისრებათ რაიმე გადასახადი. თუ ამ დროისთვის არ გააუქმებთ, თქვენი ფასიანი გამოწერა დაიწყება უფასო საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ. ერთი უფასო საცდელი ვერსია თითოეული მომხმარებლისთვის. მას შემდეგ, რაც უფასო საცდელი ვერსია დასრულდება და გამოწერის თანხა ჩამოგეჭრებათ, თანხა არ დაგიბრუნდებათ, გარდა ქვემოთ მითითებული შემთხვევებისა. ეს არ იმოქმედებს თქვენს კანონით განსაზღვრულ უფლებებზე. ევროკავშირში მყოფი მომხმარებლებისთვის, თქვენი უფასო საცდელი ვერსია მოიცავს მოფიქრების პერიოდის უფლებებს და უფლებას გააუქმოთ ხელშეკრულება.

ყოველთვიური გამოწერები (მათ შორის, Preserve My Tree და Ancestry Pro Tools, სადაც ხელმისაწვდომია): ყოველთვიური გამოწერები შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს თქვენი განახლების თარიღამდე ორი სამუშაო დღით ადრე, მაგრამ არ ექვემდებარება ანაზღაურებას, გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა. თუ გააუქმებთ ყოველთვიურ გამოწერას, შეინარჩუნებთ წვდომას თქვენს სერვისებზე ამ თვის გამოწერის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. თუ არ გააუქმებთ გამოწერას მისი მოქმედების პერიოდში, ჩვენ ყოველთვიურად განვაახლებთ გამოწერას, ვიდრე არ გააუქმებთ მას. Ancestry Pro Tools მოითხოვს Ancestry-ის ოჯახის ისტორიის მოქმედ გამოწერას. თუ თქვენი Ancestry-ის ოჯახის ისტორიის გამოწერის ვადა ამოიწურება, თქვენი Pro Tools-ის გამოწერა ავტომატურად გაუქმდება მიმდინარე გადახდილი თვის ბოლოს.

თვეზე მეტი ხნის გამოწერები, წინასწარ გადახდილი:

  • Ancestry-ის გამოწერებისთვის (მათ შორის, AncestryDNA Plus-ისთვის): გარდა ქვემოთ მოყვანილი შემთხვევებისა, თუ ამ ტიპის გამოწერას გააუქმებთ თქვენი გამოწფერის პერიოდის დასრულებამდე, არ გაქვთ თანხის დაბრუნების უფლება (ეს არ მოახდენს გავლენას თქვენს კანონიერ უფლებებზე), თუმცა შეინარჩუნებთ შესაბამის სერვისებზე წვდომას თქვენი გამოწერის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, რის შემდეგაც თქვენი გამოწერა გაუქმდება. თუ თქვენი გამოწერა არ დაწყებულა უფასო საცდელი ვერსიით, თქვენი პირველი გამოწერის ვადის პირველი 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ან (1) დაუყოვნებლივ გააუქმოთ თანხის სრულად დასაბრუნებლად და მაშინ დაუყოვნებლივ დაკარგავთ წვდომას, ან (2) გააუქმოთ თქვენი მიმდინარე გამოწერის პერიოდის ბოლოსთვის, თანხის დაბრუნების გარეშე. თუ არ გააუქმებთ გამოწერას თქვენი გამოწერის პერიოდში, ჩვენ განვაახლებთ თქვენს გამოწერას დამატებითი ვადით, რაც ხანგრძლივობით ეკვივალენტურია თქვენი არსებული გამოწერისა (თუ სხვაგვარად არ მოხდა თქვენი ინფორმირება), სანამ არ გააუქმებთ მას. თქვენი გამოწერის განახლების შემდეგ, თქვენ არ გაქვთ რაიმე თანხის დაბრუნების უფლება. თანხის დაბრუნება არ ეფუძნება ანგარიშის გამოყენებას.
  • Fold3, Newspapers.com, Forces War Records, და Archives-ის გამოწერის შემთხვევაში: ერთ თვეზე მეტი ხნის გამოწერები, რომლებიც წინასწარ არის გადახდილი, შეიძლება გაუქმდეს პირველი 30 დღის განმავლობაში თანხის სრული დაბრუნებით. თუ ეს გამოწერა დაიწყო უფასო საცდელი ვერსიით, 30-დღიანი პერიოდი იწყება უფასო საცდელი ვერსიის დასრულების შემდეგ. თუ გააუქმებთ ამ ტიპის გამოწერას პირველი 30 დღის შემდეგ, თქვენ არ მიიღებთ თანხის დაბრუნებას, მაგრამ შეინარჩუნებთ წვდომას შესაბამის სერვისებზე თქვენი გამოწერის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, რის შემდეგაც თქვენი გამოწერა გაუქმდება. ეს არ იმოქმედებს თქვენს კანონით განსაზღვრულ უფლებებზე. თუ არ გააუქმებთ გამოწერას თქვენი გამოწერის პერიოდში, ჩვენ განვაახლებთ თქვენს გამოწერას დამატებითი ვადით, რაც ხანგრძლივობით ეკვივალენტურია თქვენი არსებული გამოწერისა (თუ სხვაგვარად არ მოხდა თქვენი ინფორმირება), სანამ არ გააუქმებთ მას. თანხის დაბრუნება არ ეფუძნება ანგარიშის გამოყენებას.

თვეზე მეტი ხნის გამოწერები, ყოველთვიური გადახდის პირობით: სადაც შემოთავაზებულია, თვეზე ხანგრძლივ ზოგიერთ გამოწერას შეიძლება ჰქონდეს ყოველთვიური თანხის ჩამოჭრის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიურად ჩამოგეჭრებათ თანხა, იღებთ ვალდებულებას თქვენი გამოწერის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში (მაგ. 6 თვე ან 12 თვე). გარდა ქვემოთ მოყვანილი შემთხვევებისა, თუ გააუქმებთ ამ ტიპის გამოწერას გამოწერის ვადის დასრულებამდე, თქვენ არ გაქვთ თანხის დაბრუნების უფლება, მაგრამ შეინარჩუნებთ წვდომას შესაბამის სერვისებზე ნებისმიერი ფასიანი თვის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში (რის შემდეგაც თქვენი გამოწერა გაუქმდება) და შეიძლება ჩამოგეჭრათ გაუქმების საფასური. ეს არ იმოქმედებს თქვენს კანონით განსაზღვრულ უფლებებზე. თუ თქვენი გამოწერა არ დაწყებულა უფასო საცდელი ვერსიით, თქვენი პირველი გამოწერის ვადის პირველი 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ან (1) დაუყოვნებლივ გააუქმოთ პირველი თვის საფასურის სრულად დასაბრუნებლად და მაშინ დაუყოვნებლივ შეგიწყდებათ წვდომა, ან (2) გააუქმოთ პირველი თვის ბოლოს, რაც დაექვემდებარება გაუქმების საფასურის გადახდას. თუ ამ ტიპის გამოწერიდან სხვა ტიპის გამოწერაზე გადახვალთ გამოწერის ვადის დასრულებამდე, მიმდინარე ანაზღაურებული თვის დარჩენილი პერიოდისთვის თანხა პროპორციულად დაგიბრუნდებათ და, შესაძლოა, გაუქმების მოსაკრებელი დაგერიცხოთ. www.ancestry.com-ზე შეძენილი ხელმოწერებისთვის, გაუქმების გადასახადი უმცირესია შემდეგ პუნქტებს შორის: (i) $25, 6-თვიანი გამოწერისთვის ან 50 აშშ დოლარი 12-თვიანი გამოწერისთვის (პლუს ნებისმიერი მოქმედი გადასახადები) და (ii) თქვენი გამოწერის დარჩენილი ღირებულება. www.ancestry.co.uk საიტზე შეძენილი ხელმოწერებისთვის, გაუქმების საფასური შეადგენს უმცირესს 20 გირქვანა სტერლინგს/ევროსა და გამოწერის დარჩენილ ღირებულებას. www.ancestry.com.au საიტზე შეძენილი ხელმოწერებისთვის, გაუქმების საფასური შეადგენს უმცირესს 25 ავსტრალიურ დოლარს/ახალ ზელანდიურ დოლარსა და გამოწერის დარჩენილ ღირებულებას შორის. www.ancestry.ca საიტზე შეძენილი ხელმოწერებისთვის, გაუქმების საფასური შეადგენს უმცირესს 25 კანადურ დოლარსა ან გამოწერის დარჩენილ ღირებულებას. www.ancestry.de საიტზე შეძენილი ხელმოწერებისთვის, გაუქმების საფასური შეადგენს უმცირესს 20 ევროსა და გამოწერის დარჩენილ ღირებულებას შორის. თუ არ გააუქმებთ გამოწერას თქვენი გამოწერის პერიოდში, ჩვენ განვაახლებთ თქვენს გამოწერას დამატებითი ვადით, რაც ხანგრძლივობით ეკვივალენტურია თქვენი არსებული გამოწერისა, სანამ არ გააუქმებთ მას. თქვენი გამოწერის განახლების შემდეგ, თქვენ არ გაქვთ რაიმე თანხის დაბრუნების უფლება.

სასაჩუქრე წევრობა: სასაჩუქრე წევრობა შეიძლება გააუქმდეს მყიდველის მიერ თანხის სრულად დასაბრუნებლად (ა) საჩუქრის შეძენის თარიღიდან 30 დღემდე პერიოდში და (ბ) მყიდველის მიერ არჩეული საჩუქრის დაწყების თარიღამდე. საჩუქრის დაწყების თარიღის შემდეგ თანხის დაბრუნება არ არის შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სასაჩუქრე წევრობის სპეციალური წესები და პირობები.

საოჯახო გეგმის გამოწერები: სადაც შესაძლებელია, საოჯახო გეგმები მყიდველს საშუალებას აძლევს დამატებით მომხმარებლებს მისცეს შესაბამის სერვისებზე წვდომა. მყიდველს შეუძლია ნებისმიერ დროს საოჯახო გეგმიდან დაამატოს ან წაშალოს მომხმარებლები და მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატოვონ საოჯახო გეგმა გვერდზე ანგარიშის პარამეტრები გადასვლით. მყიდველის მიერ საოჯახო გეგმაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ვრცელდება დაკავშირებულ ანგარიშებზე. თუ მყიდველი გააუქმებს საოჯახო გეგმას, საოჯახო გეგმის ყველა მომხმარებელი შეინარჩუნებს წვდომას შესაბამის სერვისებზე გამოწერის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, რის შემდეგაც გამოწერა გაუქმდება.

თქვენი გამოწერის შეჩერება: სადაც შესაძლებელია, Ancestry-ის გამოწერებისთვის, რომლებიც ავტომატურად განახლდება, შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ შეაჩეროთ თქვენი გამოწერა განახლების თანხის გადახდის 2 თვემდე ვადით გადავადებით თქვენი მიმდინარე გადახდის ციკლის ბოლოს. თითოეული გადახდის ციკლის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ შეაჩეროთ თქვენი გამოწერა, ხოლო პაუზის დაწყების შემდეგ, ვერ შეძლებთ პაუზის ხანგრძლივობის შეცვლას. თქვენი პაუზის განმავლობაში დაკარგავთ წვდომას ნებისმიერ ფასიან კონტენტზე. თქვენი გამოწერა ხელახლა გააქტიურდება ავტომატურად განსაზღვრული ვადის შემდეგ იმ ფასად, რომლითაც იგი განახლდებოდა პაუზამდე და თქვენ უფლებას აძლევთ თქვენს გადახდის მეთოდს, ხელახლა გააქტიურებისთანავე ჩამოგეჭრათ ხელმოწერის თანხა განმეორებით საფუძველზე. თუ აირჩევთ გაუქმებას, სანამ თქვენი გამოწერა შეჩერებულია, თანხა არ ჩამოგეჭრებათ.

კრედიტები: ზოგიერთი სერვისის შეძენა შესაძლებელია კრედიტის სახით, სხვადასხვა რაოდენობით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეძენილი კრედიტები მოქმედებს შეძენის დროს მითითებული პერიოდისთვის. ნებადართული გამოყენების პერიოდში გამოუყენებელი ნებისმიერი კრედიტი იწურება ვადის გასვლის შემდეგ, კანონით აკრძალული შემთხვევების გარდა.

გადასახადები და საკომისიოები: თქვენ პასუხისმგებელი იქნებით სხვა კომპანიების მიერ დარიცხულ ყველა გადასახადზე და გადასახდელზე, როგორიცაა მიწოდება, მობილური ოპერატორის საკომისიო, მონაცემთა გეგმის საკომისიოები, ოვერდრაფტის საკომისიოები, საკრედიტო ბარათის საკომისიოები და უცხოური ტრანზაქციის საკომისიოები.

სამართლებრივი დაცვა: თუ ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს მომხმარებელი ხართ, ისარგებლებთ იმ ქვეყნის კანონის ნებისმიერი სავალდებულო დებულებით, სადაც ცხოვრობთ და შეიძლება გქონდეთ სამართლებრივი დაცვის უფლება თქვენი ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ სერვისი ან მისი რომელიმე ნაწილი არ შეესაბამება აღწერილ წესებს.

AncestryDNA® კომპლექტები

1. თქვენი AncestryDNA®-ის კომპლექტის ლაბორატორიული დამუშავების გაუქმება.

თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი AncestryDNA®-ის კომპლექტის ლაბორატორიული დამუშავება წევრების სერვისებთან დაკავშირებით. თუ უკვე წარადგინეთ თქვენი ნიმუში, უნდა მიაწოდოთ თქვენი ნიმუშის სინჯარის კოდი წევრების სერვისებს, რათა ჩვენ დავადგინოთ და გავანადგუროთ თქვენი ნიმუში. სინჯარის კოდი შედის AncestryDNA-ის ტესტის კომპლექტში. ჩვენ გირჩევთ შეინახოთ კოდი უსაფრთხო ადგილას.

თუ ლაბორატორიამ უკვე დაამუშავა თქვენი ნიმუში, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ნიმუშის განადგურება წევრ სერვისებთან დაკავშირების გზით. ასევე შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ტესტის შედეგები თქვენი DNA-ის ტესტის პარამეტრებში არსებული ინსტრუქციების შესაბამისად.

2. თანხის დაბრუნების უფლება.

შეერთებული შტატები

  • AncestryDNA®-ის კომპლექტის შესყიდვები ექვემდებარება თანხის დაბრუნებას, თუ მოითხოვთ თანხის დაბრუნებას და დააბრუნებთ კომპლექტს თქვენი კომპლექტის შეკვეთიდან 60 დღის განმავლობაში, დამუშავების საფასურის 15 აშშ დოლარის გამოკლებით. თანხის დასაბრუნებლად კომპლექტი უნდა დააბრუნოთ. Ancestry არ ანაზღაურებს ტრანსპორტირებისა და დამუშავების საფასურს ან რაიმე მოქმედ გადასახადს, რაც გადახდილია იმ ნაკრებების არაანაზღაურებადი ნაწილისთვის, რომლებიც შეძენილია შეერთებულ შტატებში. ყველა უკან დაბრუნებული თანხის დარიცხვა მოხდება თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ბილინგის მეთოდით. თუ შეიძინეთ AncestryDNA-ის კომპლექტი Amazon ან Walmart-ზე (ონლაინ ან მაღაზიაში), Legacy.com ან Target.com, თანხის დაბრუნების მოთხოვნით პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ ამ გამყიდველებს.
  • მახასიათებლები: თუ თქვენ შეიძინეთ მახასიათებლები თქვენი არსებული დნმ-ის ტესტისთვის მას შემდეგ, რაც თქვენი დნმ-ის შედეგები ხელმისაწვდომი გახდა სერვისებში, გექნებათ წვდომა თქვენს მახასიათებლებზე, როგორც კი თქვენი გადახდა დამუშავდება და არ გაქვთ უფლება აგინაზღაურდეთ თქვენ მიერ შეძენილი მახასიათებლები. თუ ყიდულობთ მახასიათებლებს თქვენი არსებული დნმ-ის ტესტისთვის, რომელიც გააქტიურებული გაქვთ, მაგრამ თქვენი დნმ-ის შედეგები ხელმისაწვდომი არ არის სერვისებში, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი მახასიათებლების შეძენაწევრების სერვისებთან დაკავშირებით და გაქვთ თანხის დაბრუნების უფლება, სანამ თქვენი დნმ-ის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება. როდესაც თქვენი დნმ-ის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება, არ გექნებათ თქვენი შეძენილი მახასიათებლების თანხის დაბრუნების უფლება. მახასიათებლების შემცველი AncestryDNA-ის ნაკრების შეძენა რეგულირდება ზემოაღნიშნული გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობებით, რომლებიც გამოიყენება AncestryDNA კომპლექტის შემთხვევაში, რომლებიც არ შეიცავს მახასიათებლებს. თუ თქვენ ევროკავშირში იმყოფებით, თქვენ გაქვთ უფლება გამოითხოვოთ და შეიცვალოთ აზრი, გააუქმოთ დნმ-ის ტესტის შეკვეთა და ნებისმიერ დროს სრულად დაიბრუნოთ თანხა, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, ნებისმიერ დროს შეკვეთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.
  • დამატების ვარიანტები: სადაც ხელმისაწვდომია, თუ სასაჩუქრე პაკეტის დამატება შეიძინეთ, შეგიძლიათ გააუქმოთ სასაჩუქრე პაკეტის შეძენა წევრების სერვისებთან დაკავშირებით და გეკუთვნით სასაჩუქრე პაკეტის შეძენის თანხის დაბრუნება, მანამდე სანამ თქვენი AncestryDNA კომპლექტის ტრანსპორტირება არ დაიწყება. სადაც ხელმისაწვდომია, თუ იყიდეთ პრიორიტეტული დამუშავების დამატება, შეგიძლიათ გააუქმოთ პრიორიტეტული დამუშავების შესყიდვა წევრების სერვისებთან დაკონტაქტებით და გეკუთვნით თქვენი პრიორიტეტული დამუშავების შეძენის თანხის დაბრუნება მანამ, სანამ ჩვენ არ მივიღებთ თქვენს ნიმუშს. თქვენ მიერ AncestryDNA-ის კომპლექტის შეძენა, რომელიც მოიცავს საჩუქრის შეფუთვის ან/და პრიორიტეტული დამუშავების დამატებას, სხვამხრივ რეგულირდება გაუქმებისა და თანხის დაბრუნების ზემოაღნიშნული პირობებით, რომლებიც ვრცელდება AncestryDNA-ის კომპლექტებზე, რომლებიც არ მოიცავს საჩუქრის შეფუთვის ან/და პრიორიტეტული დამუშავების დამატებებს.
  • დნმ-ის ატვირთვები: თუ იხდით საფასურს დნმ-ის ტესტის სხვა პროვაიდერისგან თქვენი დნმ-ის მონაცემების ატვირთვისთვის, თქვენ არ გაქვთ თქვენი შესყიდვიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება მას შემდეგ, რაც თქვენი დნმ-ის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება სერვისების ფარგლებში.

 

თანხის დაბრუნების პროცესი.

თქვენი AncestryDNA-ის კომპლექტის თანხის დაბრუნების მოთხოვნით, უნდა (1) მოგვაწოდოთ იგივე ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეთ თქვენი ნაკრების შეკვეთისას და (2) დაგვიბრუნოთ თქვენი AncestryDNA-ის კომპლექტი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით წევრების სერვისებს.

შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ: თქვენ გაქვთ უფლება გამოითხოვოთ და შეიცვალოთ აზრი და გააუქმოთ AncestryDNA კომპლექტის შეკვეთა და ნებისმიერ დროს მიიღოთ სრული თანხის ანაზღაურება, ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, შეკვეთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტირების ხარჯების სრულად დაბრუნების უფლება არ გექნებათ, თუ ცხადად აირჩევთ მიტანის ვარიანტს, რომლის ფასი უფრო მეტია, ვიდრე მიტანის ყველაზე ნაკლებად ძვირი ტიპი. ამ შემთხვევაში, თქვენ გეკუთვნით ტრანსპორტირების ხარჯების დაბრუნება მხოლოდ ყველაზე ნაკლებად ძვირიანი მიტანის საფასურის ოდენობამდე, რომელსაც Ancestry სთავაზობს. გთხოვთ დაგვირეკოთ შეკვეთის გასაუქმებლად და თანხის დაბრუნების მოთხოვნით. გასაუქმებლად დარეკვისას უნდა იცოდეთ თქვენი შეკვეთის ნომერი. თქვენი შეკვეთის ნომერი მოცემულია შეკვეთის დამადასტურებელ ელწერილში, რომელიც მიიღეთ შეკვეთის განთავსების შემდეგ. თქვენს მიერ გაუქმების უფლება იწურება შეკვეთის მიღების დღიდან 14 დღის შემდეგ. თუ ნიმუშის წარდგენის შემდეგ გააუქმებთ დნმ-ის ტესტს, ვერ შეძლებთ დნმ-ის შედეგებზე წვდომას. თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ საკრედიტო ბარათის მეშვეობით, რომელიც გამოიყენეთ AncestryDNA-ის კომპლექტის შესაძენად. მოგვეცით გონივრული დრო, რომ ამ თანხმა თქვენამდე მოაღწიოს.

3. ჩანაცვლების ტესტირების კომპლექტები.

თუ აშშ-ში გჭირდებათ AncestryDNA ტესტირების კომპლექტის ჩანაცვლება, შეგიძლიათ დარეკოთ AncestryDNA-ის ნომერზე 1-800-958-9124 და მიაწოდოთ იგივე ინფორმაცია, რაც მიაწოდეთ AncestryDNA-ის ტესტის შეკვეთის დროს. კომპლექტის ჩანაცვლების მიზეზის გათვალისწინებით, აშშ‑ში თითოეულ კომპლექტზე, შესაძლოა, 25 აშშ დოლარი დაგარიცხოთ (პლიუს გადაზიდვის და დამუშავების მოქმედი საფასური). თუ დაგჭირდებათ AncestryDNA ტესტირების კომპლექტის ჩანაცვლება აშშ-ს ფარგლებს გარეთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ AncestryDNA-ს ტელეფონით ან ელ.ფოსტით. აშშ-ს ფარგლებს გარეთ ჩანაცვლების კომპლექტისთვის დამატებითი გადასახდელი არ არის.

4. შეკვრა.

ამა თუ იმ დროს, სადაც შემოთავაზებულია, Ancestry-მა შეიძლება შესთავაზოს რამდენიმე პროდუქტი (როგორიცაა AncestryDNA®-ის კომპლექტი და ოჯახის ისტორიის გამოწერა) კომბინირებული პაკეტების ანუ „შეკვრების” სახით. თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ „შეკვრა” თანხის დასაბრუნებლად შეძენის დღიდან 60 დღის განმავლობაში. „შეკვრის” დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული პაკეტის სახით. ჩვენ არ ვღებულობთ ნებისმიერ დაბრუნებულ პროდუქტ(ებ)ს, რომელიც გაიყიდა როგორც „შეკვრის” ნაწილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „შეკვრა” სრულად დაბრუნდება. თუ თქვენი „შეკვრა” შეიცავს AncestryDNA კომპლექტს, თქვენ უნდა დააბრუნოთ კომპლექტი, რათა მიიღოთ თანხის ანაზღაურება და დამუშავების საფასური (თითოეულ AncestryDNA კომპლექტზე) 15 დოლარის ოდენობით ჩამოიჭრება თქვენი დაბრუნებული თანხიდან. ევროკავშირის მომხმარებლებისთვის დამუშავების საფასური არ ჩამოიჭრება დაბრუნებული თანხიდან.